1.პროექტის აღწერა:ბუნებრივი საკონდიტრო საღებავების მიღება
2.პროექტის მოკლე აღწერა:ბოსტნეულისგან მივიღეთ ბუნებრივი საღებავები და გამოვიყენეთ ნამცხვრის კრემის დასამზადებლად
3.პროექტის სრული აღწერა:მე-9 კლასში ბავშვებმა შეისწავლეს საკვები დანამატები ემულგატორები და სტაბილიზატორები, რომლებიც აძლევენ გემოს პროდუქტს და ასევე ხელს უწყობენ მის შენახვას. საკვები დანამატების ნორმები დაცული უნდა იყოს, როდესაც ეს ნორმები დარღვეულია, პროდუქტი საზიანო ხდება ადამიანის ჯანმრთელო- ბისთვის. მათ შეუძლიათ სხვადასხვა დაავადებების არა მხოლოდ გამწვავება, არამედ გამოწვევაც კი. ასეთებია მაგალითად:
E131, E141, E215- E218, E230- E232, E239 რომელიც იწვევს ალერგიას
E121, E123 იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლას, დიდი რაოდენობით კი-მოწამვლას.
E211, E240, E330, E442 შეიცავს კანცეროგენებს, ე.ი. იწვევს სიმსივნის განვითარებას, ამიტომ გადავწყვიტეთ ბუნებრივი საკონდიტრო საღებავები სახლის პირობებზე დაგვე-
მზადებინა ჭარხლისა და სტაფილოსაგან. პროექტზე მუშაობდა 3 ჯგუფი:I-ინფორმაციის
მაძიებლები, II-პროდუქციის შემქმნელები და III-ინფორმაციის გამვრცელებლები ბუკ-
ლეტების სახით.
4.მონაწილეთა ასაკი:14 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობა: ჯგუფური სამუშაო, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ბუნებრივი საღება-
ვების მიღება და გამოყენება, ბუკლეტების სახით გამოყენება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ბუკლეტების სახით იფორმაცია დაურიგეს სკოლის მოსწავ-
ლეებს.
9.სამუშაო ენა: ქართული ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
11.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კვლევი-
თი უნარ-ჩვევების განვითარება
12.პროექტის ფასილიტატორი: ქიმიის მასწავლებელი:თამარ კუბლაშვილი
13.ფასილიტატორის ელფოსტა: tamari.kublaShvili@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი:
Wednesday, November 18, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)